ხმაურიანი სხდომა გორის საკრებულოში. კამათი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში უკრაინასთან დაკავშირებული განცხადება გახდა. აღნიშნული ოპოზიციამ გააპროტესტა და მისი გადადგომა მოითხოვეს. დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, აცხადებენ, რომ უკრაინაში საომარი ვითარების ფონზე, დავით რაზმაძის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიუღებელია და მან ბოდიში უნდა მოიხადოს. საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ის რჩება საკუთარ აზრზე და მისთვის მიუღებელია უკრაინული მთავრობისგან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.