გორის საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მისი წევრის, ირმა აბარდნიშვილის გადაწყვეტილებას მოყვა. დეპუტატმა დატოვა ფრაქცია, თუმცა არ ტოვებს საკრებულოს წევრის მანდატს და დამოუკიდებელი წევრის სტატუსით აგრძელებს მუშაობას.

ფრაქციის დატოვების მიზეზად ის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან უთანხმოებას ასახელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დაშლის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია დარჩა. გასულ კვირას ფრაქცია „ევროპული შენება“ დაიშალა.