გორის საკრებულოს სხდომა

ხმაურის ფონზე დაატმტკიცა გორის საკრებულომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 2020 წლის ბიუჯეტი.

სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტში არასაკმარისადაა გათვალისწინებული სოციალური პროექტები. გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტუნე თავზარაშვილი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.