ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე მივიდნენ მაისურებით რომლებზეც ეწერა „დეოლიგარქიზაცია“. ამან მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპონენტებს მათი მმართველობის წლები შეახსენეს და ის ფოტოები გამოფინეს, სადაც წინა ხელისუფლების დროინდელი ძალადობრივი კადრები იყო გამოსახული. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წევრებმა სატელევიზიო განცხადებები არ გააკეთეს. ოპოზიციამ კი მოუწოდა მათ მხარდამჭერებს 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.