ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური მოჰყვა ფოთის საკრებულოს სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას.

ოპოზიციამ ხელისუფლება უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და ფოთში, რიგი პროექტების განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზები სწორედ ამით ახსნა. ისინი იზიარებენ, აუდიტის დასვნაში მოყვანილ შეფასებას იმის შესახებ, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ არა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი მერი ირაკლი კაკულია მიიჩნევს, რომ ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, სწორედ მას აქვს მცირედი ხარვეზები.