ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში. დღევანდელი სხდომა ინციდენტით დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. როდესაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა, ერთ-ერთმა სტუმარმა ბანერი გადმოფინა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს რუსული რუბლები გადმოაყარა. ამ ქმედებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეურაცხმყოფელი რეპლიკები და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მანდატურებმა განმუხტეს და პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.