ხმაური ბიუროს სხდომაზე

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა ბიუროს დღევანდელმა სხდომამ.

ამჯერად დაპირისპირების მიზეზი ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა გახდა.

დოკუმენტის ავტორი „ევროპული საქართველო“ ძალოვან უწყებებს 10-დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ დასკვნაში ასახული რეკომენდაციები შესრულდეს.

სხდომის მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.