ხმაურია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე – სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს მოჰყვა. „ლელოს“ წევრი ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მშობლებს, ურეკავენ და აშანტაჟებენ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიურად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს და მათ უკან დგას ოპოზიცია და ესეც გამოსაძიებელია. ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დეპუტატების ნაწილი დაპირისპირებულთა შორის ჩადგა. სხდომა კვლავ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.