ხმაური იყო დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიზეზი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიცია გახდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მკვეთრ პოზიციას არ აფიქსირებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის მოვლენების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.
უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა დასრულებულია.