ხინკლის ფესტივალი მთაში

მთის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მიმდინარეობს ყაზბეგშიც. ტრადიციული კერძები, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილები, გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები – სტეფანწმინდაში მსურველებს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებენ. კვირეულის მიზანი ქართული ტრადიციებით მოგზაურებისა და ტურისტების უფრო მეტად დაინტერესებაა.