„ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს“ – მზიური უკვე ტრადიციადქცეულ საღამოს მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველოს მთიანი რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობენ. პოეტები, მომღერლები და ცეკვის ანსამბლები სხვადასხვა რაიონიდან სპეციალურად ამ დღისთვის იკრიბებიან და დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ. ღონისძიება 2007 წლიდან იმართება და მომღერალ თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას ეძღვნება.