ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დასრულდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დაასრულა. სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი.
შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა შეამოწმა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გასულ წელს დაიწყო და მალე დასრულდება, რაც რეგიონის ტურისტებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.