ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში

„მაიკროსოფთის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე, ქართული ენის ინტეგრირება იგეგმება.

ამ მიზნით, განათლების მინისტრმა „მაიკროსოფთის“ ექსპერტთან, განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო სამინისტროსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.

„მაიკროსოფთის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირება, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს.