ღიად გამოხატავენ ვლადიმერ პუტინის მიმართ კრიტიკას მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები, მწერლები, მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც რუსეთის ლიდერს „გიჟ დიქტატორს“ უწოდებენ. დევიდ ლინჩი, ფრედერიკ ბეგბედერი, ანჯელინა ჯოლი, კუენტინ ტარანტინო და სხვა არაერთი ცნობილი მოღვაწე უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ანტიპუტინისტურ აქციაში ერთვება მოდის სახლი „ბალენსიაგა“და დემნა გვასალიაც, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში მონაწილეობს. პოზიცია ერთია -„ ვლადიმერ პუტინი სიკვდილს თესავს და შედეგს თავად მოიმკის, მისი ფიგურა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია“.