ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრება

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრება და ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები – აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს დღეს უკვე აქვს განახლებული მონაცემები ქვეყნის ტყეების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ დაიგეგმოს ტყის მოვლა-პატრონობა და მართვა ქვეყნის მასშტაბით, რაც მათ შორის, ტყის მდგრადი მიდგომების ცვლილებასაც მოიცავს.