ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი იკითხება. საუბარია ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რასაც გამოძიება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ედავება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას.
სწორედ აკაკი გელაზონია იყო იმ დეპარტამენტში რომელმაც 2007-2008 წლის ტრანზაქციები შეამოწმა და მისივე განცხადრბით, გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის დარღვევა. მოწმე მიუთითებს, რომ კომპანიებზე, „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხები შემდეგ ხაზარაძის და ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა, ხოლო სესხი კომპანიებს ჩამოეწერა. მამუკა ხაზარაძე ამ საქმეს მის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას უკავშირებს.