ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

სასამართლოში „თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელმა, პაატა ღაძაძემ დაადასტურა, რომ 2008 წელს, ავთო წერეთლის 17 მილიონამდე სესხის ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმების პროცესში, ის შუამავლის როლს ასრულებდა. პროცესზე ის მოწმის სტატუსით დაიკითხა.