ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ბრალდება. ფულის გათეთრების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენენ. იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული, ბადრი ჯაფარიძე. „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.