ხაშურში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის  მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მას ქალატვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშა, ხაშურის ჰოსპიტალიდან თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ დაზარალებულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას ხაშურის ჰოსპიტალში აგრძელებენ.

დაშავებული მუშა თბილისის ჰოსპიტალში პროფკავშირების წევრებმაც მოინახულეს.