დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ხანძრის პრევენციის მიზნით რეინჯერებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრების პრევენციის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; რეინჯერები გადამზადებული არიან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებით.