მეოთხე დღეა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძარს ებრძვიან. ამ წუთებში სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები და ავიაცია მუშაობს. რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ცოცხალმა ძალამ ფერდობზე მისასვლელი გზა გაჭრა. ხანძრის ქრობის პროცესს მაღალი ტემპერატურა და ნიავი ართულებს.
ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და ახლა ანა ნოდიას ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.