პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა 9-საათიანი ოპერაციის შემდეგ შეძლეს.
მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, როგორ ებრძოდნენ მეხანძრეები საფრანგეთის მთავარ ღირსშესანიშნაობაში გაჩენილ ხანძარს. ხელისუფლება მიყეენებულ ზიანს აფასებს. განადგურებულია ტაძრის ხის სახურავი და სხვა ხის კონსტრუქციები, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სახურავზე არსებული მთავარი სვეტი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდებოდა. ხანძარს გადაურჩა მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვიები, რომლებიც ტაძარში ინახებოდა, მათ შორისაა მაცხოვრის ეკლის გვირგვინი.
ქეთი ჩოხელი დეტალებით.