ხანძარი ლიკვიდირებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, სადაც ამ დრომდე წვიმს. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მუშაობდა.
სოფელში ხანძარი გუშინ ღამით, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.