ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 225 მეხანძრე და 40 ეკიპაჟი. სტიქიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა შენობაში მყოფებმა დაკვამლიანება მალევე შენიშნეს და ტერიტორიიდან 100-მეტი ადამიანის დროული ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით მოწყობილ თავშესაფარში არიან გადაყვანილები.