ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი მაღაზია დაიწვა. წვრილმანი საქონლის სავაჭრო ობიექტებს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება. სამივე მაღაზია დაზღვეული იყო.
ცეცხლის ჩაქრობას 11 სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და ბაზრობა, შეფერხების გარეშე იმუშავებს.