ხანძარი რეგიონებში

კვლავ ხანძარია ხონის მუნიციპალიტეტში. დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ცეცხლი ბუჩქებს უკიდია. ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე მაშველია მობილიზებული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად, რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია. ადგილზე ხონის მერი და იმერეთის გუბერნატორი იმყოფებიან.

ხანძარს ებრძვიან საქართველოს სხვა რეგიონებშიც.