75 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ტრაგედია სოფელ ფახულანის უბან ჭვალეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. დაიწყო გამოძიება.