ხანძარი იყო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს მოედო. ხანძარი დილის რვის ნახევრისთვის გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში, რომელიც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის განადგურებული, 5-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა.
დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ნივთები. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზარალებულები გამგეობამ დროებით საცხოვრებელში, ქირით გადაიყვანა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, ელექტროგაყვანილობის დაზიანება სახელდება. დეტალებს გამოძიება უკვე სწავლობს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.