ხანძარი ბორჯომის ტყეში

ცოტა ხნის წინ ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა ბორჯომის ტყეში.

ცეცხლის გავრცელების არეალი, გუშინდელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ზოგიერთი ლიკვიდირებული უბანი ხელახლა ღვივდება. მთავარი კერები ბორჯომის რაიონის სამ სოფელთან – დგვართან, ქვაბისხევთან და ზორეთთანაა. სტიქიის ზონაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ახლოს მდებარე ტყის მასივის გარკვეული ნაწილიც. დილიდან ცეცხლით მოცული ტერიტორიების ლიკვიდირებას ცოცხალ ძალასთან ერთად ავიაციაც ცდილობს. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია თურქული ავიაციაც. უამინდობასთან ერთად მეხანძრეების მუშაობას რელიეფური პირობებიც ართულებს. მთავარი საფრთხე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელებაა, რის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომები ტარდება.

შალვა სუმბაძე მუშაობს ბორჯომის ხეობაში.