უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და ამინდი აფერხებს. პროცესში ჩართულია თავდაცვის, გარემოს და შინაგან საქმეთა სამინისტროების ძალები. ცოცხალი ძალის გარდა, ლოკალიზებაში მონაწილეობს სპეცტექნიკა და ოთხი ვერტმფრენი.