ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დღეს დღის პირველი ნახევრისთვის მოახერხეს, თუმცა რწმუნებულის ცნობითვე, დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა ახალი კერები გააჩინა. ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, თუ მაშველები ღამის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზებას ვერ შეძლებენ, დილიდან შესაძლოა პროცესში ვერტმფრენის ჩართვა გახდეს საჭირო.