ხანძარი იყო ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე. მთლიანად დაიწვა ერთი მაღაზიის რამდენიმე განყოფილება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მაღაზიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მოამბე