ხანძარი იყო ბათუმის პორტში. ცეცხლი საწყობის ტერიტორიაზე საბურავებს გაუჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, დაშავებულები არ არიან. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.