ხანძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი სოფელ კრიხის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და 150 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ამ დროისთვის ორი ვერტმფრენია ჩართული. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.