„ხალხის ძალა“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენს. მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ამერიკული მოდელის გამეორება იქნება. შესაბამისად, პარლამენტს შესაძლოა ორ დოკუმენტზე მოუწიოს მსჯელობა. ოპოზიციისთვის არცერთი ვერსია მისაღები არ არის.
რაც შეეხება უმრავლესობას – „ქართული ოცნება“ ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერას არ აპირებს, მმართველი პარტიის წევრების თქმით, საკუთარ არგუმენტებს საკომიტეტო მოსმენების დროს დაასახელებენ.