უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებს კრიტიკა მოჰყვა – ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ გამიჯნული დეპუტატები, მმართველ გუნდთან შეთანხმებით, რუსული მეთოდებით მოქმედებენ და მიზანი მესამე სექტორის გაკონტროლებაა.
„ქართული ოცნება“ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპს ეთანხმება, თუმცა კანონპროექტს დაუჭერს თუ არა მხარს, ამ ეტაპზე უცნობია.