სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები მოძრაობა „ხალხის ძალას“ განცხადებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საელჩოს მიმართვა არის რეკომენდაცია და არა ინსტრუქცია, როგორც ამას მათი ყოფილი თანაგუნდელები უწოდებენ.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ „ოცნებიდან“ გასული კანონმდებლები თავს ესხმიან სტრატეგიულ პარტნიორებს და მმართველი გუნდის რეალურ მოსაზრებებსა და პოზიციას ახმოვანებენ.