ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. ოპოზიციის ნაწილი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შიდაპარტიული არჩევნები გაყალბდა, რადგან სხვა პარტიის წარმომადგენლებმაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა ზოგიერთი დეპუტატისთვის. მათი თქმით, წინასწარ იცოდნენ, რომ გაიმარჯვებდა პარტიის ის ნაწილი, რომელიც მეტად დესტრუქციულია. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს დასასრულისკენ მიმართული ნაბიჯია და ამ პროცესების გამო, სხვადასხვა კანდიდატის ერთად მუშაობა წარმოუდგენელია.