სტრასბურგში გამართული კენჭისყრის შედეგებს მწვავე რეაქციები მოჰყვა თბილისში.
„ქართული ოცნება“ ოპონენტებს საბოტაჟში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის განმარტებით, ევროპარლამენტში მყოფი ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა საქართველოზე მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ევროპის სახალხო პარტიის“ დახმარებით მხოლოდ იმიტომ დაბლოკეს, რომ მათ მიერ მომზადებული შესწორებები კომიტეტში არ გაიზიარეს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ვერსია მხოლოდ ქვეყნის პროგრესზე მიუთითებდა, რის გამოც ევროპარლამენტარებმა მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
თეონა მანაგაძემ მოისმინა პარლამენტში გაკეთებული განცხადებები.