ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც მის კანდიდატურასთან და ევროკომისიის მომავალ ხედვებთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. ფონ დერ ლაიენმა დეპუტატებს მომდევნო ვადის განმავლობაში დასახული გეგმები გააცნო. მათ შორის, ისაუბრა კანდიდატ ქვეყნებზე და ევროკავშირის გაფართოებაზე. ამ კონტექსტში ისაუბრა საქართველოზეც. დებატების ბოლოს ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართება, რომლის შედეგადაც გახდება ცნობილი, მიიღო თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად საჭირო აუცილებელი 361 ხმა ფონ დერ ლაიენმა.