კელი დეგნანის პოზიცია - გამოხმაურება 

აშშ-ის მიმართ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებებს კელი დეგნანი უგუნურსა და კონსპირაციის უსაფუძვლო თეორიებს უწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მრავალი წელია ამერიკა საქართველოს ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც მისი თქმით მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. განაცხდა ჟურნალისტებთან ამერიკელმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის პოლარიზაცია.

კელი დეგნანის ამ განცხადებას პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.