ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალე საქართველოში, შესაძლოა, ახალი ელჩი დანიშნოს. თანამდებობაზე წარდგენილ კელი დეგნანს ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს, სადაც კელი დეგნანმა საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ელჩობის კანდიდატის მოსმენა ხვალ ისევ განახლდება.