კელი დეგნანის მოსმენა სენატის კომიტეტში 

12:13, 30.10.2019

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალე საქართველოში, შესაძლოა, ახალი ელჩი დანიშნოს. თანამდებობაზე წარდგენილ კელი დეგნანს ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს, სადაც კელი დეგნანმა საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ელჩობის კანდიდატის მოსმენა ხვალ ისევ განახლდება.

მსგავსი