ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა. „რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას“, – ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა.
ამერიკის ელჩის თქმით, „ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგებამდე მივა“.