კელი დეგნანის ინტერვიუ - შეფასებები

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს. როგორც კელი დეგნანმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში აღნიშნა, გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას. „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა დეგნანმა. მისი შეფასებით, საქართველოს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს.