რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ ისაუბრეს ამერიკის საელჩოშიც. კელი დეგნანის შეფასებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა არამხოლოდ იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოდის საქართველოში, არამედ ისინი საქართველოს ევროპაში გადასასვლელად იყენებენ. როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რეალურად ყველა მიღებული ზომა ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩერონ აგრესიული ომი.