საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დიპლომატი მიესალმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის რეზოლუციის ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებას. როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის.