თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის პროფესორ აკაკი ჩიქობავასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა მიუღებელია.
შესაბამისი წერილი ჯაბა სამუშიამ ბრალდებულის ადვოკატს გადასცა. დაცვის მხარე საპატიმრო აღკვეთის შეცვლას არასაპატიმროთი მოითხოვს. არსებული ინფორმაციით, არასაპატიმრო აღკვეთას ბრალდების მხარე დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში დათანხმდება. ზიანი დაახლოებით 4000 ლარს შეადგენს.
თსუ-ს მიწვეული პროფესორი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ისინი აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ. სასამართლომ მათ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ცნობით გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრდა. პატიმრობიდან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც უკვე ერთი კვირაა პროტესტის ნიშნად თსუ-ს კანცელარიაში იმყოფებიან.