ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური ეკლესია.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა.
მორწმუნეებს დღესასწაული ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიულოცა.