ლიანა ისაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორე წერს: „დიდია ყველას გულისტკივილი ქალბატონი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა. სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.“- ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.